"მეტი სიცოცხლისთვის" - ამ სახელწოდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო უსაფრთხოების კამპანიის მეორე ეტაპი დაიწყო. ახალ ეტაპზე გრძედლება მუშაობა საკანონმდებლო ცვლილელების, პრაქტიკული ქმედებების და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების მიმართულებით. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო ჯავახაძის თქმით, მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებები და სამინისტროს მხრიდან რეგულაციების გამკაცრება რეალურ შედეგებს ვერ მოგვცემს და საჭიროა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
„ახალი ეტაპის ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს როგორც აქტიური ღონისძიებების განხორციელება აღსრულების თვალსაზრისით, ვიდეო სამეთვალყურეო სისტემის განვითარება, ფარული და უკონტაქტო პატრულირების განვითარება და ა.შ. ასევე, საკანონმდებლო ცვლილებები. ნაწილი მათგანი უკვე პარლამენტშია, ეს ეხება მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ პირობებში გატანას და მოპედების რეგისტრაციას, ხოლო რაც შეეხება ცვლილებებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსში, ეს ცვლილებები შემუშავებულია და უახლოეს მომავალში ვაპირებთ მათ პრეზენტაციას“,-განაცხადა ნინო ჯავახაძემ